ავტოასისტენტის მომსახურება

ავტოასისტენტის მომსახურება

"მიგვყავს, ვაკეთებთ, გიბრუნებთ"

გამოიძახე ავტოასისტენტი

როგორ მუშაობს?

1. უკვეთავ

საიტის მეშვეობით ავსებ განაცხადს

2. მიყავს

ავტოასისტენტი მოდის შენთან და მიყავს მანქანა ხელოსანთან

3. ამოწმებს

უკეთებს დიაგნოსტიკას და ადგენს რა პრობლემა აქვს, თან გაყენებს საქმის კურსში

4. გითანხმებს

არკვევს თუ რა დაჯდება ნაწილები + ხელობა და გითანხმებს ხარჯთაღრიცხვას

5. აკეთებს

ურიცხავ ფულს ავტოასისტენტს ის კი აკეთებს ავტომობილს!

6. გიბრუნებს

ავტომობილის შეკეთების შემდეგ, გიბრუნებს მას მიღება-ჩაბარების აქტით

ხშირად დასმული შეკითხვები

თქვენი ავტოსერვისი გაქვთ?

არა, ჩვენი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ არ ვართ არც-ერთი სერვის ცენტრის წარმომადგენელი. ავტოასისტენტი სრულად მიუკერძოებელია და მანქანა შესაკეთებლად მიყავს იქ სადაც უკეთესი ფასი + ხარისხია.

ფასები როგორი გაქვთ?

ქარუს პრინციპიდან გამომდინარე, როდესაც ავტომფლობელი იძახებს ავტოასისტენტს ის ავტომატურად აკეთებს მანქანას ბაზარზე საუკეთესო ფასად, რადგან ავტოასისტენტი არაა არც-ერთი მოხელისა თუ ავტონაწილების მაღაზიის წარმომადგენელი. ასე რომ მის ინტერესებში შედის რაც შეიძლება იაფი და კარგი ვარიანტი იპოვოს და არა ის რომ რომელიმე კონკრეტული კომპანიის სერვისი/ნაწილები გაყიდინოთ.

ავტოასისტენტის მომსახურება თუ არ მომეწონა მაშინ რა ხდება?

ავტოასისტენტი თქვენი წარმომადგენელია და მის ინტერესებშია რომ დაგეხმაროთ. თუმცა თუ მაინც შეატყობთ რომ ავტოასისტენტი არაკეთილსინდისიერად იქცევა ერთი მეილია საკმარისი [email protected]ზე რომ უსწრაფესად აღმოვფხრათ ყოველგვარი არაკეთილსინდისიერება.

ავტოასისტენტი არ არის ჩვენი თანამშრომელი, ის ჩვენი პარტნიორია, ეს კი განაპირობებს იმას, რომ ქარუ არასდროს იქნება თქვენ წინააღმდეგ, ქარუ ყოველთვის თქვენ ინტერესებს დაიცავს.

ფასს როგორ ვიგებ?

მას შემდეგ რაც ავტოასისტენტი დაადგენს თუ რა პრობლემა აქვს თქვენ მანქანას გაარკვევს თუ რა დაჯდება ხელოსნის მომსახურება და ნაწილები. ამის შემდეგ დაგირეკავთ და გეტყვიტ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. თუ ფასი მისაღები იქნება ჩაურიცხავთ ფულს ავტოასისტენტს, ის კი ყველაფერზე იზრუნებს.

მანქანას რომ რაიმე მოუვიდეს ავტოასისტენტის ხელში ყოფნისას?

ავტოასისტენტის პასუხისმგებლობა დაზღვეულია, რაც ნიშნავს რომ თუ თქვენ მანქანას რაიმე მოუვა, ზიანს აანაზღაურებს ჩვენი სადაზღვეო კომპანია.

რისთვის შეიძლება გამოვიყენო ქარუ?

ყველაფრისთვის რაც მანქანის მოვლა/შეკეთებას უკავშირდება:

  • სავალი ნაწილების შეკეთება
  • თვლების შეყრა (რაზვალი)
  • საბურავების გამოცვლა
  • ზეთის შეცვლა
  • სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა
  • ელექტროობის შეკეთება
  • გარეცხვა
  • ფარების გასწორება
  • საქარე მინის გამოცვლა
  • ტექდათვალიერებისთვის მომზადება
  • ტექდათვალიერების გატარება
  • სხვა ყველაფერი რაც მანქანას ეხება