ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობები

 

ბოლო განახლების თარიღი: 28 აგვისტო, 2019

 

წინამდებარე ხელშეკრულება, ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობები და მოცემული სამართლებრივი მნიშვნელობის ინფორმაცია გამოიყენება შპს „ქარუ“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 439415615, ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზ. №140, მაუდის ქარხნის მიმდ., ელ. ფოსტა: info@caru.ge ) (შემდგომში „ქარუ“) კუთვნილ ვებ-გვერდზე  დომეინით: www.caru.ge (შემდგომში „ვებ-გვერდი“), და არეგულირებს ამ ვებ-გვერდის გამოყენებისგან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს. ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ აცხადებთ გამოუხმობად თანხმობას, რომლითაც ეთანხმებით წინამდებარე პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ხელშეკრულების დადებასა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგად პირობებს, გთხოვთ, ნუ ისარგებლებთ ქარუს ვებ-გვერდით.

 

  1. საქმიანობის ფორმა, შინაარსი და მიზნები

ქარუ არის ტექნოლოგიური სერვისის მიმწოდებელი კომპანია. მის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს ვებ-გვერდზე შექმნილი მოთხოვნითი პლატფორმის მართვა, რომლის მეშვეობითაც ქარუ ასრულებს შუამავლის როლს. ქარუს საქმიანობის მიზანია, რომ დავალებების ან შესყიდვების განხორციელების საჭიროებების მქონე ნებისმიერი პირი -ვებ-გვერდის მომხმარებელი (შემდგომში „მომხმარებელი“) დააკავშიროს  მესამე პირებთან (შემდგომში "ავტო-ასისტენტი“), რომლებიც ნებაყოფლობით განახორციელებენ მომხმარებლის მიერ მათთვის მინიჭებულ შესაბამის უფლებამოსილებას. ავტო-ასისტენტი წარმოადგენს დამოუკიდებელ/თვითდასაქმებულ პირს, რომელიც თანამშრომლობს ქარუსთან და მომხარებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს მომხმარებელს (წარმომადგენლობა შემდგომში წოდებული, როგორც „ავტო-ასისტანსი“) ავტოსერვისების განმახორციელებელ/ავტონაწილების გამყიდველ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ავტო-ასისტანსის დროს  მომხმარებლის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია
(იხ. დაზღვევის ხელშეკრულების ძირითადი წესები და პირობები დანართი 1-ს სახით).  ავტო-ასისტანსის დროს ავტო-ასისტენტი ვალდებულია კეთილსინდისიერად განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილება და მომხარებლისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე,  ავტო-ასისტენტსა და ქარუს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

ყველა ზემო-აღნიშნულ შემთხვევაში ქარუ ასრულებს მხოლოდ შუამავლის როლს, შესაბამისად, არ შეუძლია აიღოს და არ იღებს პასუხისმგებლობას ავტო-ასისტანსზე, ავტოსერვისების განმახორციელებელი/ავტონაწილების გამყიდველი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მიწოდებული მომსახურებისა და პროდუქტის ხარისხზე.

 

  1. ვებ-გვერდით სარგებლობა

ქარუს ვებ-გვერდზე შესვლითა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ნათლად აცნობიერებს და ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების დადებასა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგად პირობებს, ამასთანავე, თანხმობას აცხადებს „კონფიდენციალურობის პოლიტიკასა“ და „ქუქი პოლიტიკაზე“.

 

  1. ვებ-გვერდით სარგებლობის წინაპირობები

ქარუს ვებ-გვერდით სარგებლობისთვის აუცილებელია მომხმარებელი აკმაყოფილებდეს შემდეგ წინაპირობებს:

1) მომხმარებელი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის ასაკს მიღწეული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ქმედუნარიანი ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი წარმოდგენილი ფიზიკური პირის მიერ;

2) მომხმარებელი ვებ-გვერდის გამოყენებით

3) მომხმარებელმა ვებ-გვერდზე სწორად უნდა შეავსოს ყველა სავალდებულო ველი შეკვეთის განთავსებისას, მომხმარებლის პროფილის შექმნის პროცესში კი გამოიყენოს ნამდვილი და უტყუარი ინფორმაცია.

4) მომხმარებელი წარმოადგენს ავტომობილის მესაკუთრეს ან/და კანონიერ მფლობელს/შესაბამისად უფლებამოსილ წარმომადგენელს.

 

მომხმარებელი ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ ქარუსთვის მიწოდებული ინფორმაცია არის სრული, სწორი და ნამდვილი, ასევე, იღებს ვალდებულებას ვებ-გვერდით სარგებლობისას, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, მომხმარებლის პროფილის შექმნისას ან/და შეკვეთის განთავსებისას ან ასეთი განთავსების შემდგომ მიწოდებულ მონაცემთა ცვლილებების შემთხვევაში დროულად შეიტანოს ცვლილებები მომხმარებლის პროფილში რედაქტირების გზით. ამასთანავე, მომხმარებელი ადასტურებს, რომ არის ავტომობილის მესაკუთრე ან/და კანონიერი მფლობელი/შესაბამისად უფლებამოსილი წარმომადგენელი.

 

  1. მომხმარებლის პროფილის შექმნა/შეკვეთის განთავსება, უფლებამოსილების მინიჭება და მისი პირობები

მომხმარებელი ვებ-გვერდზე მომხმარებლის პროფილის შექმნით/შეკვეთის განთავსებით უფლებამოსილებას ანიჭებს ქარუს შეასრულოს შუამავლის როლი მომხმარებელსა და ავტო-ასისტენტს შორის, რაც გამოიხატება შემდგომში: ქარუ მომხმარებლის შეკვეთის შესახებ ინფორმაციას გადასცემს შესაბამის ავტო-ასისტენტს, მეორე მხრივ, შერჩეული ავტო-ასისტენტის შესახებ ინფორმაციას უგზავნის მომხმარებელს მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მომხმარებლის მიერ პროფილის შექმნისას/შეკვეთის განთავსებისას მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე  და საჭიროების შემთხვევაში ასრულებს შუამავალი საკონტაქტო პირის როლს. პროფილის შექმნა/შეკვეთის განთავსება ამავდროულად გულისხმობს ქარუს მიერ შერჩეული ავტო-ასისტენტისთვის უფლებამოსილების მინიჭებას გაუწიოს მომხმარებელს ავტო-ასისტანსი. უფლებამოსილებას და ამ უფლებამოსილების ფარგლებს (დავალებებს) მომხმარებელი უთითებს შეკვეთის განთავსებისას შესაბამის ველში ან/და ატყობინებს ავტო-ასისტენტს საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების გზით.

შეკვეთის განთავსების შემდგომ უფლებამოსილების ფარგლების ცვლილება (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, დავალებების ოდენობის გაზრდა/შემცირება, დავალების შესრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება) შეუძლია მომხმარებელს ნებისმიერ დროს, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დროულად შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ ავტო-ასისტენტს საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების გზით.

უფლებამოსილებების ფარგლების ცვლილება მომხმარებელს არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისა და ნაკისრი ვალდებულებებისგან, რომლებიც გამომდინარეობენ ასეთ ცვლილებამდე ავტო-ასისტენტის მიერ უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქმედებებისგან.

მომხმარებლის სახელით ავტო-ასისტენტის მიერ შერჩეული მესამე პირსგან მომსახურების ან/და პროდუქტის ყიდვამდე ავტო-ასისტენტი საკუთარი პროფილის გამოყენებით მომხმარებელს უგზვნის შესაბამის შეტყობინებას/ინვოისს, რომელიც აისახება/გამოჩნდება მომხმარებლის პროფილზე, მომხმარებლისგან დადასტურების შემთხვევაში (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, დასტურის გამომხატველი მოკლეტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ) ყიდულობს ასეთ მომსახურებას ან/და პროდუქტს მომხმარებლის სახელით ავტო-ასისტენტის მიერ შერჩეული მესამე პირისგან. ასეთ შემთხვევაში, დადასტურებისთანავე მომხმარებელი პროფილში მიღებულ ავტო-ასისტენტის მიერ მიწოდებულ საბანკო საანგარიშსწორებო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების გზით რიცხავს მომსახურების ან/და პროდუქტის ნასყიდობის საფასურს ავტო-ასისტენტის მიერ შერჩეული მესამე პირისგან ყიდვის მიზნით.

მომხმარებელი პასუხისმგებელია შეკვეთის განთავსებისას ან/და მოკლეტექსტური შეტყობინების გზით მითითებული მისამართის სისწორეზე და ამით ათავისუფლებს ავტო-ასისტენტს არასწორი მისამართის მითითებით გამოწვეული დაყოვნებისგან და ნებისმიერი ზიანისგან.

 

  1. ავტომობილის გადაცემა/დაბრუნება

საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლის შემდგომ ავტო-ასისტენტი მიდის მოხმარებლის მიერ მიწოდებულ მისამართზე დათქმულ დროს. მოხმარებელი საკუთარ ავტომობილს ან/და მის კანონიერ მფლობელობაში არსებულ ავტომობილს დროებით კანონიერ მფლობელობაში გადასცემს ავტო-ასისტენტს ამ უკანაკსკნელის მიერ ავტო-ასისტანსის  მიზნით.  მომხმარებელი ავტო-ასისტენტს გადასცემს ავტომობილის ტექნიკურ პასპორტს. ამასთან, ავტო-ასისტენტი უფლებამოსილია შეამოწმოს მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესაბამისობა იმ საიდენტიფიკაციო მონაცემებთან, რომლებიც  შეკვეთაშია მითითებული.თუ შეთანხმებულ დროსა და ადგილას მოხმარებლი  ავტო-ასისტენტის მისვლიდან 30 წუთის განმავლობაში არ გამოცხადდება, ამ დროის გასვლის შემდგომ ავტო-ასისტენტს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა,

იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის გადასაადგილებლად საჭიროა ევაკუატორი, ავტო-ასისტენტი, მომხარებელთან შეთანხმებით, იძახებს ევაკუატორს, რომლის ხარჯებსაც სრულად ფარავს მომხმარებელი.

ავტო-ასისტენტი მომხმარებელს უბრუნებს ავტომობილს მომხმარებლის მიერ პირველი მოთხოვნისთანავე მომხარებლის მიერ მითითებულ მისამართზე იმ დროის გათვალისწინებით, რაც საჭიროა ავტომობილის გადასაადგილებლად და გადაადგილებისთვის მოსამზადებლად (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, დაშლილი ავტომობილის აწყობისთვის საჭირო გონივრული ვადა). იმ შემთხვევაში თუ ავტომობილის გადასაადგილებლად საჭიროა ევაკუატორი, ავტო-ასისტენტი იძახებს ევაკუატორს, რომლის ხარჯებსაც სრულად ფარავს მომხმარებელი. ავტომობილის დაბრუნებისას მომხმარებელი ვებ-გვერდზე არსებული მომხმარებლის პროფილიდან ადასტურებს , რომ ავტომობილი დაუბრუნდა სასურველ მდგომარეობაში, არ აქვს და არც მომავალში ექნება რამე სახის პრეტენზია ავტო-ასისტენტის მიმართ ავტომობილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. წარმომადგენლობით მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლის უკმაყოფილების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მომხმარებლის პროფილის გამოყენებით გაასაჩივროს ავტო-ასისტენტის წარმომადგენლობითი მომსახურების ხარისხი და აცნობოს ქარუსა და ავტო-ასისტენტს უკმაყოფილების მიზეზი/მოთხოვნები/საჭიროებები.

მომხმარებლის მიერ ავტო-ასისტენტისთვის ავტომობილის გადაცემიდან ავტომობილის დაბრუნებიამდე, ავტო-ასისტანსის დროს  კლიენტის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია (იხ. ხელშეკრულების ძირითადი წესები და პირობები დანართი 1-ს სახით).

ავტო-ასისტანსის დროს ავტომობილის გადაადგილებისთვის საჭირო საწვავის ხარჯებს ფარავს კლიენტი.

 

  1. ქარუსა და ავტო-ასისტენტის წარმომადგენლობის გასამრჯელო

ქარუ გასამრჯელოს გარეშე უწევს წარმომადგენლობას მომხმარებელს.

ავტო-ასისტენტი ავტო-ასისტანსისთვის მომხმარებლისგან იღებს 10 ლარს გასამრჯელოს სახით.

მომხმარებელი ავტო-ასისტენტს ავტო-ასისტანსისთვის გასამრჯელოს  ურიცხავს  შეკვეთის განთავსებისთანავე უნაღდო ანგარიშსწორების მეშვეობით პლატფორმაზე მითითებულ საანგარიშსწორებო ანგარიშზე

 

  1. მხარეთა პასუხისმგებლობა

ავტო-ასისტენტი პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გადაჭარბების შედეგად დამდგარი ზიანისთვის, რამდენადაც ავტო-ასისტენტი მოქმედებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში  და ასრულებს შუამავლის როლს მომხმარებელსა და მესამე პირებს შორის მომხმარებლის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უკმაყოფილოა ავტოსერვისების განმახორციელებელი/ავტონაწილების გამყიდველი ფიზიკური ან/და იურიდიულ პირების (წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის მესამე პირები) შესრულებით, შეკვეთის დასრულების დადასტურებამდე ან ასეთი დადასტურებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში მომხმარებელს უფლება აქვს მომხმარებლის პროფილიდან გაასაჩივროს შეკვეთა. გასაჩივრებისას მომხმარებელმა დეტალურად უნდა მიუთითოს შესრულების ნაკლის შესახებ, რომელიც უშუალოდ ავტო-ასისტანსის დროს მესამე პირების ზემოქმედებით/შესრულებით წარმოიქმნა (შემდგომში „შესრულების ნაკლი“). აღნიშნულ საჩივარს გასაჩივრებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს ქარუს პრობლემური შეკვეთების მენეჯერი, რომელიც ამოწმებს საჩივრის საფუძვლიანობას (გასაჩივრების უფლების გამოყენებით მომხმარებელი უფლებას აძლევს ქარუს პრობლემური შეკვეთების მენეჯერს შეამოწმოს ავტომობილის მდგომარეობა და გამოიკვლიოს შესრულების ნაკლი ასეთის არსებობის შემთხვევაში). პრობლემური შეკვეთების მენეჯერი ხელმძღვანელობს და მხედველობაში იღებს მხოლოდ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე დადასტურებულ შეკვეთებს, ხოლო ის შეკვეთები, რომლებზეც მომხმარებელს პლატფორმის გამოყენებით არ განუცხადებია დასტური, მხედველობაში არ მიიღება. შესრულების ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, ქარუს პრობლემური შეკვეთების მენეჯერი მომხმარებელთან შეთანხმებით ავალებს შესაბამის ავტო-ასისტენტს გაუწიოს მომხმარებელს წარმომადგენლობა შესაბამის მესამე პირებთან შესრულების ნაკლის გონივრულ ვადაში გამოსწორების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მესამე პირები გონივრულ ვადაში არ აღმოფხვრიან შესრულების ნაკლს, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულების ნაკლის გამოსწორებისთვის საჭირო თანხა (რომელსაც განსაზღვრავს ქარუს პრობლემური შეკვეთების მენეჯერი) „საგარანტიო თანხის“ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს საგარანტიო თანხისა. საგარანტიო თანხა შეადგენს 500 ლარს, რომელიც განთავსებულია ქარუს სადეპოზიტო ანგარიშზე ავტო-ასისტენტის მიერ მათ შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნული საგარანტიო თანხის ან მისი ნაწილის მიღებით, მომხმარებელი აცხადებს გამოუხმობად თანხმობას შესრულების ნაკლთან დაკავშირებული ყველა უფლება და ვალდებულება მესამე პირების წინაშე გადასცეს/დაუთმოს შესაბამის ავტო-ასისტენტს, რომლისგანაც ის იღებს საგარანტიო თანხას ან მის ნაწილს.

იმ შემთხვევაში, თუ ქარუს პრობლემური შეკვეთების მენეჯერი ვერ დაადგენს შესრულების ნაკლის არსებობას, ის უგზავნის მომხმარებელს ახსნა-განმარტებითი შინაარსის შეტყობინებას, სადაც დასაბუთებული იქნება შესრულების ნაკლის არარსებობა.ავტო-ასისტენტი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, როდესაც მოხმარებელს ზიანი მიადგა მომხმარებლის მიერ უფლებამოსილების არასწორად/შეცდომით გაცემის შედეგად.

ქარუს არ შეუძლია აიღოს და არ იღებს პასუხისმგებლობას ავტო-ასისტანსის განხორციელებაზე, ავტოსერვისების განმახორციელებელი/ავტონაწილების გამყიდველი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მიწოდებული მომსახურებისა და პროდუქტის ხარისხზე, რამდენადაც ქარუ ასრულებს მხოლოდ შუამავლის როლს მომხმარებელსა და ავტო-ასისტენტს შორის, შესაბამისად, ვებ-გვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცნობიერებს, რომ არ აქვს და არც მომავალში ექნება რამე სახის პრეტენზია/მოთხოვნა ქარუს მიმართ.

მხარეთა მიერ ერთმანეთისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

  1. ფორს-მაჟორი

წინამდებარე ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობების მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც წინამდებარე დოკუმენტის პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას;

ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველის და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით და სხვა;

ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასიეთ გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს წინამდებარე დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების  შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.                 

 

  1. კომუნიკაციის წესი

ქარუსთან კომუნიკაციისთვის მომხმარებელი იყენებს ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონს ან/და ელექტრონულ ფოსტას.

ავტო-ასისტენტთან კომუნიკაციისთვის მომხმარებელი იყენებს ას  მომხმარებლის პირად კაბინეტში ასახულ ავტო-ასისტენტის საკონტაქტო ინფორმაციას.

ქარუ და ავტო-ასისტენტი მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის იყენებენ მომხმარებლის მიერ  შეკვეთაში ან/და პროფილზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერს.

 

  1. შეკვეთის გაუქმების უფლება

მომხმარებელს უფლება აქვს ცალმხრივად გააუქმოს ვებ-გვერდზე განთავსებული შეკვეთა შეკვეთაში მითითებულ დრომდე 1 საათით ადრე. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი თავისუფალია ავტო-ასისტენტისთვის წინამდებარე სარგებლობის ზოგადი პირობებით გათვალისწინებული გასაჯამრჯელოს გადახდისგან. იმ შემთხვევაში, თუ შეკეთაში მითითებულ დრომდე დარჩენილია 1 საათზე ნაკლები, მომხმარებელი შეკვეთის გაუქმების მიუხედავად ვალდებულია ავტო-ასისტენტს გადაურიცხოს გასამრჯელო.

ავტო-ასისტენტს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა თუ შეთანხმებულ დროსა და ადგილას მოხმარებელი  ავტო-ასისტენტის მისვლიდან 30 წუთის განმავლობაში არ გამოცხადდება, რის შესახებაც ის მომხმარებელს ატყობინებს მოკლეტექსტური შეტყობინების სახით.

ქარუს უფლება აქვს ცალმხრივად გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა მომხმარებილისათვის  შეკვეთაზე ავტო-ასისტენტის დანიშვნის თაობაზე შეტყობინების გაგზავნამდე. ასეთ შემთხვევაში ქარუ მომხმარებელს უგზავნის მოკლე-ტექსტურ შეტყობინებას შეკვეთის გაუქმების თაოაბზე.

 

  1. ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობების მოქმედების ვადა

ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით შეკვეთის განთავსებისთანავე და ძალაშია ავტო-ასისტენტისა და მოხმარებელს შორის ავტომობილის უკან დაბრუნების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე.

ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობები ვადამდე წყვეტს მოქმედებას წინამდებარე დოკუმენტის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეკვეთის გაუქმებისთანავე.

 

  1. დავის მოგვარების წესი

მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ მედიაციის ინსტიტუტს, რომელსაც მხარეები ერთობლივად შეარჩევენ. მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში მხარეთა შორის დავას გადაწყვეტს თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მატერიალური სამართლის საფუძველზე.

 

  1. დასკვნითი დებულებები

ქარუ იტოვებს უფლებას მომხმარებელთა მიერ ქარუსთვის შეკვეთის განთავსებისას მიწოდებული პერსონალური მონაცემები გამოიყენოს ქარუს სარეკლამო პოლიტიკის შესაბამისად მოხმარებელთათვის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის მიზნით.

მომხამრებელი ვებ-გვერდზე შეკვეთის განთავსებით ავტო-ასისტენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ ამ უკანასკნელმა თავად განსაზღვროს მესამე პირთა წრე, რომლებთანაც ავტო-ასისტენტი წარმოადგენს მოხმარებელს.

მომხმრებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მის მიერ მომხმარებლის პროფილზე განხორციელებულ ქმედებებსა და შეკვეთის განთავსებისას მითითებული ნომრიდან გაგზავნილ შეტყობინებებების შინაარსზე.

ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობების რომელიმე მუხლის/პირობის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანი დოკუმენტის ბათილობას და ასეთი ბათილი მუხლი/პირობა უნდა ჩანაცვლდეს მსგავსი შინაარსის კანონიერი მუხლით/პირობით.